LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ოქროს ბურთი” რონალდომ მოიგო

67

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ”ოქროს ბურთი” მოიგო. ყველაფერი გადაწყვეტილია.

როგორც მოგეხსენებათ, ”ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა სიაში 30 ფეხბურთელია, თუმცა, როგორც ჩანს, ჯილდოს მფლობელის ვინაობა უკვე ცნობილია. Mundo Deportivo-ს ცნობით, უპრესტიჟულეს ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოს კრიშტიანო რონალდოს გადასცემენ, ფეხბურთელსა და „სამეფო კლუბს“ კი ამის შესახებ უკვე აცნობეს.

წყაროს ინფორმაციით, France Football-ის წარმომადგენლები მადრიდში მიდიან, რათა ფეხბურთელთან ინტერვიუ ჩაწერონ და ფოტოსესიაც მოაწყონ.

”ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება. პორტუგალიელ ვარსკვლავს კარიერაში სამჯერ აქვს მოგებული აღნიშნული ჯილდო. როგორც ვიცით, გასულ სეზონში მან ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

France Football წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1956 წლიდან 2009 წლამდე, ჟურნალისტების არჩევანით ასახელებდა, 2010 წლიდან ჯილდოს ფიფა გასცემდა, ხმას კი ნაკრებების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები აძლევდნენ, თუმცა წელს ჯილდოს ისევ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა გასცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები