LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს ფეხი ბუფონს ერგო

96

ჯანლუიჯი ბუფონმა Golden Foot-ის პრემია მიიღო და კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის აჯობა.
”იუვენტუსის” გოლკიპერმა ჯილდო კარიერის განმავლობაში სპორტული მიღწევებისთვის მიიღო.

ბუფონმა გულშემატკივრების ხმის მიცემისას რონალდოსა და მესის გარდა გაასწრო უეინ რუნის, ედისონ კავანის, ფრენკ ლამპარდს, იკერ კასილიას, ანდრეა პირლოს, კაკას და ტიაგო სილვას.

Golden Foot 28 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს ენიჭებათ. პრემიის ლაურეატები ფეხის ანაბეჭდს ჩემპიონთა ხეივანში ტოვებენ, რომელიც მონაკოს საგრაფოში მდებარეობს. ეს პრემია კარიერაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოიგო.

აქამდე ”ოქროს ფეხის” ლაურეატები გამხდარან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო, ანდრეი შევჩენკო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რონალდო, ლუიშ ფიგუ, რობერტო კარლოსი და სხვები.

ჯილდო 2003 წლიდან გაიცემა.

 

66453066

champions-promenade-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები