LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს საწმისი: რა ფასი და მომავალი აქვს ქართულ კრიპტოვალუტას

“ოქროს საწმისი”(GFL) პირველი ქართული კრიპტოვალუტაა. Golden Fleece Token-ის ფასი ბაზარზე 20 ცენტიდან 1.15 დოლარამდე მერყეობს.

როგორც მისი შემქმნელი ვახტანგ გოგოხია “ფორტუნასთან” აცხადებს, ქართული კრიპტოვალუტის ფასი საკმაოდ ცვალებადია.

გოგოხიას თქმით, “ოქროს საწმისის” შეძენა საკმაოდ მომგებიანი ინვესტიციაა.

“დივიდენდის პოლიტიკა გვაქვს. ვინც 10 000-დან ზევით ოქროს საწმისს შეიძენს, ის დივიდენდის სახით მიიღებს მოგების (7-8%-ის) ნახევარს”, – განაცხადა გოგოხიამ “ფორტუნასთან” საუბრისას.

ქართული კრიპროვალუტა ვახტანგ გოგოხიამ, მაინინგ ფერმის გასაფართოვებლად შექმნა, რომელიც მეგობრებთან ერთად 2017 წლის ივნისში შექმნა.

“ქართული კრიპტოვალუტა ჩვენი ბიზნესის გაფართოების მიზნით შევქმენით. “ოქროს საწმისი” გამოვუშვით, როგორც კომპანიის ფასიანი ქაღალდი. მისი შეძენით პიროვნება ინვესტირებას აკეთებს ჩვენი კომპანიის საქმიანობაში. 

ჩვენი ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა მსხვილი კრიპტოვალუტის გამომუშავებაა”, – განაცხადა ვახტანგ გოგოხიამ.

პროქტი “ოქროს საწმისი” მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის გამომუშავების (მაინინგი) დატაცენტრის მშენებლობას კოლხეთის მიწაზე, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, საქართველოში. – აღნიშნულია ვებ-გვერდზე, სადაც ასევე განმარტავენ, რატომ არის საქართველოში ამ საქმიანობის დაწყება მომგებიანი:

  • იაფი ელექტროენერგია: 0.05-0.06 ა.შ.შ. დოლარი  kW/h-ზე.
  • განახლებადი ენერგია: ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით 80% გამომუშავებულია ჰიდრო ელექტრო სადგურების მიერ.
  • მეგობრული ლეგალური გარემო ბლოკჩეინი და მაინინგისთვის: მაგალითად, Bitfury-ის მიერ განხორციელებული წარმატებული ინვესტიცია 100 მლ ა.შ.შ. დოლარის მოცულობით.
  • არ არსებობს რეგულაცია კრიპტოვალუტაზე: მაგალითად, ადგილობრივი ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი (ლიბერთი ბანკი) სთავაზობს მომხმარებლებს ბიტკოინის, ლაიტკოინის და რიპლის შესასყიდ პლატფორმას.
  • ბლოკჩეინის მიმართ მეგობრულად განწყობილი ადგილობრივი მთავრობა: მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო რეესტრი იყენებს Bitfury- ის მიერ მოწოდებულ ბლოკჩეინ სერვისს.

მეგა მაინინგ დატაცენტრის ფუნქციონირებაში გაშვება 2018 წლის თებერვალში იგეგმება. მოგების ნახევარი განაწილებული იქნება ტოკენის მფლობელებს შორის ტოკენების გამოსყიდვის გზით. “ოქროს საწმისები” გამოსყიდული იქნება ყოველთვიურად საბაზრო ღირებულებით. მოგების დანარჩენი ნახევარი რეინევსტირებული იქნება დატაცენტრის მოცულობის გასაზრდელად. დამატებით ინფორმაციის და ციფრებისთვის ეწვიეთ ICO გვერდს.

“ოქროს საწმისის” კურსის შემოწმება ორ საიტზეა შესაძლებელი: etherdelta.com და yobit.io

*კრიპტოვალუტა ციფრული ფულის მზარდი კატეგორიაა, რომელიც ეფუძნება კრიპტოგრაფიულ ალგორითმებს.

ტრადიციული ვალუტისაგან განსხვავებით, იქნება ეს ევრო, დოლარი, იენი თუ ლარი, კრიპტოვალუტა არსად იბეჭდება და მას არავინ აკონტროლებს. “მომავლის ფულის” ემისია დამოკიდებულია მსოფლიოს მასშტაბით სისტემაში ჩართულ მრავალ კომპიუტერზე, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ამუშავებენ მონაცემებს.

კრიპტოვალუტით ვაჭრობა სრულიად ანონიმური პროცესია. ნაწილობრივ, სწორედ ეს განსაზღვრავს მის მიმზიდველობას.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები