LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ტალღისთვის“ მზადება დაიწყო – წლის საუკეთესო ქართული სიმღერა გამოვლინდება!..

96

ბოლო რამდენიმე წელია, ქართული შოუბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა“ იქცა, სადაც წლის საუკეთესო ქართული სიმღერა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ვლინდებიან. კონკურსის მიზანია საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის პოპულარიზაცია, მუსიკოსებისთვის სტიმულის მიცემა და შოუბიზნესის განვითარებისთვის ხელის შეწყობა.

წლის სიმღერის კონკურსი რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ 2013 წელს დააფუძნა. დროთა განმავლობაში, ნომინაციების რაოდენობა გაიზარდა, სულ გამარჯვებულები 17 კატეგორიაში დასახელდებიან.

კატეგორიები კი შემდეგია:

  1. წლის სიმღერა
  2. ხალხის რჩეული
  3. წლის საუკეთესო მომღერალი ქალი
  4. წლის საუკეთესო მომღერალი კაცი
  5. წლის დუეტი
  6. წლის ჯგუფი
  7. წლის საუკეთესო ახალი ვერსია (რიმეიქი)
  8. წლის აღმოჩენა
  9. რადიო ”ფორტუნას” რჩეული
  10. რადიო ”ფორტუნა პლუსის” რჩეული
  11. რადიო ”არ დაიდარდოს” რჩეული
  12. რადიო ”ავტორადიოს” რჩეული
  13. ტელეკომპანია Music Box-ს რჩეული
  14. წლის ქალაქური სიმღერა
  15. მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილი
  16. წლის პროდიუსერი
  17. ქართული კულტურის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ

ნომინანტთა შორის 125 სიმღერაა წარმოდგენილი. სიმღერები „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსის“, „არ დაიდარდოსა“ და „ავტორადიოს“ მუსიკალურმა რედაქტორებმა შეარჩიეს. „ოქროს ტალღის“ საიტის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეეძლება საკუთარი ხმის დაფიქსირება რომელიმე კანდიდატურის სასარგებლოდ, მხოლოდ 24 საათში ერთხელ და ხალხის რჩეულის გამოსავლენად, ხოლო სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. ჟიურის წევრთა ვინაობა ცერემონიამდე მკაცრად იქნება გასაიდუმლოებული.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორის მოხვდა ის სიმღერები, რომელთა პრემიერები 2016 წლის განმავლობაში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რომელიმე რადიოსადგურის ეთერში შედგა.

წინა წლის მთავარი გამარჯვებული გახდა ნიაზ დიასამიძე, რომელსაც წლის საუკეთესო სიმღერისთვის „ნამი ველს“, გადაეცა ქანდაკება „ოქროს ტალღის“ ლოგოტიპით და  პრიზი 5000 ლარის ოდენობით.

„ოქროს ტალღის“ საიტზე http://old.fortuna.ge/oqrostalga/ უკვე განთავსებულია 125-ვე ნომინანტი. შეგიძლიათ, ეწვიოთ საიტს და ხმა მისცეთ სასურველ სიმღერას ინტერნეტმომხმარებლის რჩეულის გამოსავლენად.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები