ხმის მიცემა დასრულებულია!

სიახლეები

July 2, 2018

„ოქროს ტალღა 2018“ – წლის სიმღერის დაჯილდოების ყველა დეტალი

„ოქროს ტალღა 2018“ დასრულდა. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გუნდის მუხლჩაუხრელი შრომა ბოლო თვეების განმავლობაში, 15 ნომინაცია და 15 გამარჯვებული, წითელ ხალიჩაზე პოზირება ფოტოგრაფების წინაშე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველისა და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობა, „ფორტუნას“ ახალი და ძველი სახეები, სპეციალური სტუმრის სტატუსით „გრემის“ მფლობელი ლიზა ფიშერის გამოჩენა სცენაზე, ღიმილიც და ცრემლიც ერთ […]
July 2, 2018

„მხოლოდ ქართული“ წლის საუკეთესო ტელეპროექტია

„ოქროს ტალღის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 26 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. უამრავი ქართველი ვარსკვლავი, 15 ნომინაცია, საინტერესო გამოსვლები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – უამრავი ეპიზოდი გუშინდელი საღამოდან „ოქროს ტალღის“ ისტორიაში ჩაიწერა. გამორჩეული იყო ეს დღე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვისაც, არხი მისი ბოლოდროინდელი რეიტინგული პროექტისთვის დაჯილდოვდა – „მხოლოდ ქართული“ მაყურებლის რჩეულიც […]
July 2, 2018

ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია „ოქროს ტალღის“ ორგზის გამარჯვებულები გახდნენ

თემო საჯაიასა და ვერიკო ტურაშვილის დუეტი სიმღერაზე „თოვს“, რომლის მელოდიაც და ტექსტიც თემოს ეკუთვნის, დიდი გამოხმაურება გამოიწვია მსმენელს შორის და როგორც ჩანს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და „ოქროს ტალღის“ ჟიურის წევრების სიმპათიაც დაიმსახურა, რადგან ეს დუეტი წლევანდელი წლის სიმღერის დაჯილდოების ორგზის გამარჯვებული გახდა. პირველი პრიზი მათ საუკეთესო დუეტისთვის მიიღეს, მეორე კი – […]
June 28, 2018

„ოქროს ტალღის“ ჩაცმულობები – წითელი ხალიჩა და დომინანტი შავი ფერი

წლის სიმღერის დაჯილდოება, „ოქროს ტალღა“ წელს მეხუთედ გაიმართა და თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 26 ივნისს, გრანდიოზულად აღინიშნა. საღამოს რვა საათიდან წითელ ხალიჩაზე უამრავი ქართველი ვარსკვლავი შეიკრიბა. მათ მრავალრიცხოვანი ფოტოგრაფების წინ პოზირება დაიწყეს და რასაკვირველია, საკუთარი ჩაცმულობით ყურადღებაც მიიპყრეს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ წლევანდელ „ოქროს ტალღაზე“ დომინანტი ქართველების საყვარელი ფერი, შავი […]

ოქროს ტალღა 2018 - მონაწილეები