აჩიკო ნიჟარაძე: „იმედი მაქვს, რადგან ჟიურიში ყოველთვის იწვევენ მუსიკოსებს“

აჩიკო ნიჟარაძე: „იმედი მაქვს, რადგან ჟიურიში ყოველთვის იწვევენ მუსიკოსებს“

„პირველ რიგში, მივესალმები ყველა ასეთ ღონისძიებას, რომელიც ქართული სიმღერის და ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევა. მნიშვნელოვანია ჩემთვის იმიტომ, რომ ამ გზებით შესაძლებელია ხმა მივაწვდინოთ მსმენელს. თუ ერთ წელს ვერ მოხერხდა გამარჯვება, მომავალი წლისთვის უკეთესი სიმღერებით ვიწყებთ მზადებას. ასეთ დროს, განვითარებას ეძებ საკუთარ თავში. ვნახოთ, წელს რა შედეგები იქნება. იმედი მაქვს, ყოველთვის, რადგან ჟიურიში ყოველთვის იწვევენ მუსიკოსებს და მათ ვისაც მუსიკასთან აქტიური შეხება აქვს. რეალურად ამ ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ კარგი მუსიკის ცუდისგან გარჩევა. წელს პირველად ვმონაწილეობ ამ ცერემონიაში. გამოცდილება დიდი არ მაქვს. წელს ჩემი ორი სიმღერაა წარდგენილი და ვნახოთ რა მოხდება. ორივეს გამარჯვება გამიხარდება. ერთი ის ვიცი, რომ აუცილებლად გავაქტიურდები და მომდევნო წლიდან შესაძლოა მეტი სიმღერით ვიყო წარდგენილი „ოქროს ტალღის“ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში აჩიკო ნიჟარაძემ „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ პირველად არის წარდგენილი ცერემონიაზე და დასძინა, რომ მომავალში აუცილებლად გააქტიურდება.

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

აჩიკო ნიჟარაძე – აღორძინდი

კომპოზიტორი: მაცაცო სებისკვერაძე

კომპოზიტორი:

ლექსი: ჯანსუღ ჩარკვიანი

სულ: 429 ხმა

აჩიკო ნიჟარაძე – მიყვარხარ

კომპოზიტორი: ლილიკო ნემსაძე

ტექსტი: ირინა სანიკიძე

სულ: 1037 ხმა