award.com.ge

61

წლის სიმღერა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მუსიკალურ პროექტში „ოქროს ტალღა 2015“  სიმღერა  „ნამის ველს“ გახდა ნიაზ დიასამიძის და „33 ა“-ს შესრულებით (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ნიაზ დიასამიძე).

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც კლუბ „ოტიუმში“ გაიმართა, კიდევ 16 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

წლის მომღერალი ქალის ტიტული ნინი ბადურაშვილმა მიიღო, სიმღერით „ელენეს“ (კომპოზიტორი: ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი, ტექსტი ირინა სანიკიძე).

წლის მომღერალი მამაკაცი ოთო ნემსაძე სიმღერით „ბულბულის სტვენა“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ოთარ რამიშვილი).

წლის დუეტის ნომინაციაში საუკეთესოდ ანსამბლი „შვიდკაცა“ და დათო გომართელი დასახელდნენ („პოპური“, სიმღერა და ტექსტი ხალხური). იხილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები