დათუნა მგელაძე: „მაქვს გამარჯვების იმედი, რატომაც არა…“

დათუნა მგელაძე: „მაქვს გამარჯვების იმედი, რატომაც არა…“

დათუნა მგელაძე „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვებაში მეორედ მონაწილეობს. სიმღერა, რომლითაც დათუნა არის წარდგენილი წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე, თავად დაწერა, ტექსტი კი მანჩო გურგენიძესა და მარიამ ჩიხლაძეს ეკუთვნით. სიმღერის სახელწოდებაა „ისევ შენ“.

დათუნა მგელაძე:

რა თქმა უნდა,  „ოქროს ტალღაში“ მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რაც ჩვენს სფეროში ერთ-ერთი სტიმულია, გვაძლიერებს და გვიჩენს სურვილს, სიმღერები ჩავწეროთ და ვიდეოები გადავიღოთ.

სიმღერაზე, რომლითაც წარდგენილი ვარ, დიდხანს ვმუშაობდი, ყველაფერი ცოცხლად არის ჩაწერილი. მხიარული, ბედნიერი და სასიამოვნო სიმღერაა.

როგორი მოლოდინი გაქვს?

რომ გადავავლოთ თვალი 2018 წლის სიმღერებს, „იუთუბის“ ნახვებით თუ ვიმსჯელებთ, რაც სამართლიანია, ერთ-ერთი პირველია ჩემი სიმღერა, ხალხს მოსწონს. ალბათ, ექნება შანსი, მაქვს იმედი, რატომაც არა (იღიმის).

შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ნამდვილად ვარ განებივრებული მსმენელებით, თაყვანისმცემლებითა და ფანებით. ისინი ბევრი წელია მომყვებიან. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მსახიობისა თუ მომღერლისთვის, როცა გყავს მუდმივი მსმენელი, რომელიც გელოდება ახალს.

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორები არიან კომპანია „თეგეტა მოტორსი“ და “m2 უძრავი ქონება”.

დათუნა მგელაძე – ბათუმი

კომპოზიტორი: ვაჟა ტუღუში

ტექსტი: ვაჟა ტუღუში

(ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ)

დათუნა მგელაძე – ისევ შენ

კომპოზიტორი: დათუნა მგელაძე

ტექსტი: მანანა გურგენიძე და მარიამ ჩიხრაძე

(ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ)