დათუნა სირბილაძე: „ოქროს ტალღა“ სულ ტონუსში გვამყოფებს!..“

დათუნა სირბილაძე: „ოქროს ტალღა“ სულ ტონუსში გვამყოფებს!..“

დათუნა სირბილაძის დუეტი „მამის იავნანა“ „შვიდკაცასთან“ „ოქროს ტალღის“ ნომინანტი სიმღერაა. წლის სიმღერის დაჯილდოვება, რომელსაც რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ყოველწლიურად ატარებს, ივნისის ბოლოს გაიმართება. დათუნა ამ კონკურსზე სოლოსიმღერითაც არის წარდგენილი, რომელიც ახალგაზრდა კომპოზიტორს ეკუთვნის, სიმღერის სახელწოდებაა – „მგზავრები“.

დათუნა სირბილაძე:

„ოქროს ტალღაზე“, რასაკვირველია, ძალიან კარგი აზრის ვარ. ეს კონკურსი აძლევს მომღერლებს სტიმულს, იმუშაონ, ჩაწერონ ახალი სიმღერები და გამოიტანონ საზოგადოების წინაშე. „ოქროს ტალღა“ სულ ტონუსში გვამყოფებს (იღიმის).

ჩემი ორი სიმღერაა წარდგენილია. ერთია ჩვენი ბაბუების დროს შექმნილი კომპოზიცია, სახელად „მამის იავნანა“, რომელსაც „შიდკაცასთან“ ერთად ხშირად ვასრულებიდ გიტარის თანხლებით. მერე დათო უგრეხელიძეს მოვასმენინე და მან გგავიკეთა არანჟირება. მხიარული, ახალი ვერსია ჩავწერეთ, რომელიც მსმენელს ძალიან მოეწონა. ყველამ შეიყვარა ეს სიმღერა. სულ ცოცხალი ინსტრუმენტების თანხლებით გავაკეთეთ.

მეორე სიმღერა „მგზავრები“ ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერ კომპოზიტორს, შოთიკო საგანელიძეს ეკუთვნის. აქაც ცოცხალი ბენდი უკრავს, საზაფხულო სიმღერაა.

შენს თაყვანისმცემლებს მიმართავ, რომ მხარი დაგიჭირონ?

რასაკვირველია. მივმართავ, რომ შევიდნენ „ოქროს ტალღის“ საიტზე და დამიჭირონ მხარი, მისცენ ხმა ამ ორ სიმღერას. მე კი ვპირდები, რომ ახალ სიმღერებს არ მოვაკლებ. ორ ახალ სიმღერაზე უკვე ვმუშაობ, რომლებსაც საზოგადოებას მალე წარვუდგენ.

ნინო მურღულია

დათუნა სირბილაძე – მგზავრები

კომპოზიტორი: შოთიკო საგანელიძე

ტექსტი: შოთიკო საგანელიძე

დათუნა სირბილაძე & შვიდკაცა – მამის იავნანა

კომპოზიტორი: არჩილ ჯაფარიძე

ტექსტი: დავით კვიცარიძე