„დღის შოუს“ ეთერი „ოქროს ტალღას“ დაეთმო

„დღის შოუს“ ეთერი „ოქროს ტალღას“ დაეთმო

„იმედის“ „დღის შოუ“ „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებას გამოეხმაურა და სტუმრად მიიწვია რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თათა სადრაძე, მომღერლები მერაბ სეფაშვილი და სოფო გელოვანი.

თათა სადრაძე:

მინდა, დავიწყო 2013 წლიდან. ჩვენთვის ორ წამში ჩაიარა ამ ყველაფერმა, მაგრამ დიდი შრომა გავწიეთ. მაშინ არ იყო ამდენი ახალი ქართული სიმღერა, წლევანდელი გადასახედიდან ვხვდებით, რომ იქმნება უამრავი ახალი სიმღერა, ყველასთვის სტიმულია და მოტივირებულები არიან. აქ არის ჯანსაღი კონკურენცია, ყველა მონაწილეობს, მთელი შოუბიზნესი.

მერაბ სეფაშვილი:

ხშირად იმარჯვებენ გამოცდილი მომღერლები, მაგრამ მახარებს ის, რომ ბევრი ახალგაზრდა მოდის, ვისაც არ ვიცნობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის საქმე, რასაც „ფორტუნა“ აკეთებს, დიდი სტიმულია.

სოფო გელოვანი:

მოკლებულები ვართ ყველაფერს და მიხარია, რომ ასეთი კარგი საქმე კეთდება, რადგან ნამდვილად სტიმულია. ვიცი, კოლეგები ემზადებიან „ოქროს ტალღისთვის“, წერენ სიმღერებს. ეს არის აუცილებელი, წარმატება ყველა ჩემს კოლეგას.