ghn.ge

340

წლის სიმღერა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მუსიკალურ პროექტში „ოქროს ტალღა 2015“ სიმღერა  „ნამის ველს“ გახდა ნიაზ დიასამიძის და „33 ა“-ს შესრულებით(კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ნიაზ დიასამიძე).  დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც კლუბ „ოტიუმში“ გაიმართა, კიდევ 16 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

წლის მომღერალი ქალის ტიტული ნინი ბადურაშვილმა მიიღო, სიმღერით „ელენეს“ (კომპოზიტორი: ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი, ტექსტი ირინა სანიკიძე), წლის მომღერალი მამაკაცი ოთო ნემსაძე სიმღერით „ბულბულის სტვენა“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ოთარ რამიშვილი), წლის დუეტის ნომინაციაში საუკეთესოდ ანსამბლი „შვიდკაცა“ და დათო გომართელი დასახელდნენ ( „პოპური“, სიმღერა და ტექსტი ხალხური), წლის ჯგუფი 33 ა ( „ნამი ველს“, კომპოზიტორი და ტექსტი ნიაზ დიასამიძის), წლის ანსამბლი „ქართული ხმების“ კვარტეტი სიმღერით „დავდივარ და დაგეძებ“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ნანა მესხი), წლის პოპ-სიმღერა „ქაღალდის ნავი“ რატი დურგლიშვილის შესრულებით (კომპოზიტორი: რატი დურგლიშვილი,  ტექსტი მანანა სიამაშვილი), წლის ქალაქური სიმღერა ოთარ რამიშვილის სიმღერა „თბილისი“ გიო ხუციშვილის შესრულებით, წლის დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა ჯგუფ „სტუმრები“ მიერ შესრულებულმა სიმღერამ „ურმული“ (კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე). რაც შეეხება რადიოსადგურების რჩეულებს, რადიო „ფორტუნას“ რჩეული გახდა ლელა წურწუმია სიმღერით „თურმე სიყვარულს არ აქვს დრო“ (კომპოზიტორი დათო არჩვაძე, ტექსტი ირინა სანიკიძის), რადიო „ფორტუნა პლიუსის“ – „მასტერი“, სიმღერით „პრეზიდენტი – მასტერი და აბი“ (კომპოზიტორი და ტექსტი მასტერის), „ავტორადიოს“ რჩეული დათო ხუჯაძე & Goofy Land – „ჩემო გოგო“ (სიმღერა და ტექსტი: ხალხური / ინტერპრეტაცია: დათო ხუჯაძე), რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული კი „შვიდკაცა“ სიმღერით „მხოლოდ ერთხელ“ (კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე, ტექსტი არჩილ სულაკაურის). საკუთარი რჩეული გამოავლინა ტელეკომპანია „მიუზიკბოქსმა“, რომელმაც ეს ჯილდო გადაეცა სიმღერას „ქაღალდის ნავი“ რატი დურგლიშვილის შესრულებით. ინტერნეტ-გამოკითხვით გამოვლინდა ხალხის რჩეული, რომელიც სოსო მიქელაძეს გადაეცა სიმღერისთვის „ მე და შენ“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი სოსო მიქელაძე).

რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა მერაბ სეფაშვილი, ჯილდო ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის ქვეყნის გარეთ გადაეცა თამარ გვერდწითელსა და ბუბა კიკაბიძეს. იხილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები