LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბუშელაშვილი: „სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობ!..“

216

Ardaidardo.Ge

გიორგი ბუშელაშვილის სიმღერა „ჩემი სამშობლო“, რომელიც გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, შემსრულებელმა 2007 წელს ჩაწერა, მაგრამ რადიოში ახლა დატრიალდა, მას შემდეგ, რაც „არ დაიდარდოს“ მენეჯერმა, გიორგი მშვენიერაძემ ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე მოისმინა. ეს სიმღერა „ოქროს ტალღის“ ნომინანტია და ამჟამად 4000-ზე მეტი ხმით პირველ ადგილზეა. გამოკითხვა 18 ივნისამდე გრძელდება.


გიორგი ძალიან აღელვებულია ამ ამბით და როგორც გვითხრა, როცა აღმოაჩინა, რომ მისმა სიმღერამ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა, ანერვიულდა.


გიორგი ბუშელაშვილი:

სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობ. დამირეკეს და მითხრეს, რომ „ოქროს ტალღაზე“ იყო წარდგენილი ჩემი სიმღერა. ვერც აგიწერთ, ისე ვინერვიულე, როცა აღმოვაჩინე, რომ ხალხი ამ სიმღერას ხმას აძლევს. რამდენიმე ჩემს შინაურ ადამიანს გავუგზავნე ეს პოსტი და ვნახე, რომ უამრავი ადამიანი მაძლევს ხმას. დიდი მადლობა მათ. ახლაც მოვუწოდებ აქტიურობისკენ, რადგან ასეთი შედეგი ვაჩვენეთ (იღიმის).

თავად სიმღერა საკონკურსოა, გია მაჭარაშვილს ეკუთვნის. „ჩემი სამშობლო“ ძალიან მოეწონა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოისმინა, შემდეგ
საპატრიარქოშირამდენჯერმე მიმიწვიეს ამ სიმღერის შესასრულებლად. პირადად გავიცანი პატრიარქი და ბედნიერი ვარ, რომ მასთან ახლოს ვარ.

ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე „ჩემი სამშობლოს“ შესრულების შემდეგ ის მოისმინა რადიო „არ დაიდარდოს“ მუსიკალურმა მენეჯერმა, გიორგი მშვენიერაძემ, რომელმაც შემომთავაზა
რადიოეთერში მისი გაშვება. ასე მოხვდა „არ დაიდარდოს“ ეთერში ჩემი სიმღერა.

ვფიქრობ, „ოქროს ტალღა“ დიდ სტიმულს აძლევს მუსიკოსებს და მიხარია, რომ მეც აღმოვჩნდი ნომინანტებს შორის.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები