LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „ამ სიმღერის შესრულებით დიდი პასუხისმგებლობა ავიღე…“

53

Ardaidardo.Ge
გიორგი სუხიტაშვილი სიმღერით „ქართული სითბო“ „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი. მომღერლისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა და ემოციებიც გაგვიზიარა.

 

გიორგი სუხიტაშვილი:

 

სიმღერის წარდგენა მოულოდნელი იყო და ძალიან გამიხარდა. ორჯერ დავესწარი „ოქროს ტალღას“, სტუმრის სტატუსით. ეს არის ერთადერთი დაჯილდოვება, რომელიც ჩემს სტანდარტებს შეესაბამება, ანუ იმას, როგორიც წარმომიდგენია ზოგადად მუსიკალური დაჯილდოვება.

 

ზოგადად, სიმღერებს ხშირად არ ვწერ, ტექსტსაც და მელოდიასაც დიდ წნეხში ვატარებ, მინდა, კომპოზიციამ, რომელსაც შევასრულებ, დროს გაუძლოს. ამ სიმღერასაც აქვს თავისი ქვეტექსტი, ქართველი ემიგრანტის თვალით დანახულ საქართველოს აღწერს, რომელთაც გამძაფრებული აქვთ ქვეყნის სიყვარული, გამორჩეულად მათ, ვინც დიდი ხანია, სამშობლო დატოვა… ძნელი იყო მათ ტყავში შეძვრომა, მაგრამ ვეცადე… ეს სიმღერა ჩემთვის განსაკუთრებულია და მისი შესრულებით უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღე. მადლობა მელოდიის ავტორს, ზაზა წურწუმიას და ლექსის ავტორს, მანანა გურგენიძეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები