გიორგი წიკლაური: „რაც ბევრი იქნება ქართული სიმღერის კონკურსი, მით უკეთესია…“

გიორგი წიკლაური: „რაც ბევრი იქნება ქართული სიმღერის კონკურსი, მით უკეთესია…“

გიორგი წიკლაური „ოქროს ტალღაზე“ სამი სიმღერით არის წარდგენილი. მომღერლის ერთ-ერთი სიმღერა გამოკითხვაში მესამე ადგილზეა. კონკურსის თაობა და სიმღერებზე, რომლებიც კონკურსზეა წარდგენილი, გიორგი გვესაუბრა.

გიორგი წიკლაური:

„ოქროს ტალღა“ ძალიან კარგი კონკურსია. რაც ბევრი იქნება ქართული სიმღერის კონკურსი, მით უკეთესია. როგორც ვიცი, 132 სიმღერაა წარდგენილი და ყველა ქართულია.

შარშან გამოკითხვაში მეხუთე ადგილზე გავედი, წელს ჩემი ერთ-ერთი სიმღერა ჯერჯერობით მესამე ადგილს იკავებს. სულ სამი სიმღერაა წარდგენილი, ორი სოლო და ერთიც დუეტი თამუნა მიქელაძესთან – „კართან მოდგა შემოდგომა“, რომლის ვერსიაც ცირა ბზიშვილს ეკუთვნის. ცირას დაწერილია ჩემი სოლო სიმღერა „მაინც მიყვარხარ“, რომელიც, როგორც აღვნიშნე, მესამე ადგილს იკავებს გამოკითხვაში თქვენს საიტზე, ასევე „ალუბლებია“ შესული „ოქროს ტალღის“ ჩამონათვალში, ის შოთა მაისურაძეს ეკუთვნის. მიხარია, რომ სამი სიმღერაა, მაგრამ ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მხოლოდ ერთს შევიტანდი და მას, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მეტად მივხედავდი. ახლა ის დანარჩენი ორი სიმღერა, მგონია, რომ მეჩაგრება (იღიმის).

რაიმე ახალს აკეთებთ?

ალბომზე ვმუშაობ, რომელშიც შევა 12 სიმღერა, მათ შორის ეს სამი კომპოზიციაც. საახალწლოდ მინდა გამოვცე. ერთ-ერთ ახალ სიმღერას ვწერ, რომელიც მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. ასევე მივდივარ ყაზახეთში, შემდეგ თურქეტში კონცერტებით, რომ დავბრუნდები, „ოქროს ტალღასაც“ დავესწრები სიამოვნებით (იღიმის).

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

გიორგი წიკლაური – ალუბლები

კომპოზიტორი: შოთა მაისურაძე

ტექსტი: შოთა მაისურაძე

სულ: 2597 ხმა

გიორგი წიკლაური – მაინც მიყვარხარ

კომპოზიტორი: ცირა ბზიშვილი

ტექსტი: ცირა ბზიშვილი

სულ: 16175 ხმა

გიორგი წიკლაური და თამუნა მიქელაძე – შემოდგომა

კომპოზიტორი: ოთარ თევდორაძე

სულ: 1492 ხმა