LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულბათი: „მუსიკოსები „ოქროს ტალღას“ დიდი ენთუზიაზმით ელიან…“

66

Ardaidardo.Ge

ლევან გულბათაშვილი, ანუ როგორც მას „არ დაიდარდოს“ მსმენელები იცნობენ, გულბათი გახლავთ როგორც რადიოწამყვანი, ასევე მომღერალი. მას სოლოკარიერაც აქვს და ჯგუფ „იბერიას“ წევრიც არის.


წელს გულბათის დუეტი სოფი რაფაელასთან, ასევე მისი ჯგუფის „იბერია“ ორი სიმღერა „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი.


ლევან გულბათაშვილი, გულბათი:

ამ კონკურსში წელს ჩავერთეთ, მანამდე მხოლოდ თვალს ვადევნებდით და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი კონკურსია. მადლობა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, ამ კონკურსის მესვეურებს, რომ მას ყოველწლიურად ატარებენ. მუსიკოსები მას დიდი ენთუზიაზმით ელიან.

მე სამი სიმღერით ვარ წარდგენილი, ერთია დუეტი სოფი რაფაელასთან სახელწოდებით „დამიჯერე“, ორი კი ჯგუფ „იბერიას“ სიმღერა. მართალი გითხრათ, იმასაც კი არ ველოდით, რომ ჩვენი ჯგუფის ერთი სიმღერა იქნებოდა წარდგენილი და ერთდროულად ორია. ჩავებით სამართლიან ბრძოლაში. ვინ გახდება ხალხის რჩეული, ამას ვნახავთ, მაგრამ მონაწილეობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენი შრომა დაფასდა. რაც შეეხება დუეტს, მიხარია, რომ ჩემი და სოფის პირველი დუეტი ასე დაფასდა, რისთვისაც „არ დაიდარდოს“ დიდ მადლობას გადავუხდი, ერთ-ერთი წარმატებული და რეიტინგული სიმღერა გახდა, რომელსაც უამრავი ადამიანი ითხოვს რადიოეთერის საშუალებით. „ოქროს ტალღაზე“ წარსადგენ სიმღერად რომ ჩათვალეს, ამისთვისაც დიდ მადლობას გადავუხდი ჰოლდინგს (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები