info9.ge

116

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მუსიკალურ პროექტში „ოქროს ტალღა 2015“, წლის სიმღერა ნიაზ დიასამიძის და „33 ა“-ს შესრულებით, „ნამის ველს“ გახდა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც კლუბ „ოტიუმში“ გაიმართა, კიდევ 16 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

წლის მომღერალი ქალის ტიტული ნინი ბადურაშვილმა მიიღო, სიმღერით „ელენეს“ (კომპოზიტორი: ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი, ტექსტი ირინა სანიკიძე), წლის მომღერალი მამაკაცი ოთო ნემსაძე სიმღერით „ბულბულის სტვენა“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ოთარ რამიშვილი), წლის დუეტის ნომინაციაში საუკეთესოდ ანსამბლი „შვიდკაცა“ და დათო გომართელი დასახელდნენ ( „პოპური“, სიმღერა და ტექსტი ხალხური), წლის ჯგუფი 33 ა („ნამი ველს“, კომპოზიტორი და ტექსტი ნიაზ დიასამიძის), წლის ანსამბლი „ქართული ხმების“ კვარტეტი სიმღერით „დავდივარ და დაგეძებ“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ნანა მესხი), წლის პოპ-სიმღერა „ქაღალდის ნავი“ რატი დურგლიშვილის შესრულებით (კომპოზიტორი: რატი დურგლიშვილი, ტექსტი მანანა სიამაშვილი), წლის ქალაქური სიმღერა ოთარ რამიშვილის სიმღერა „თბილისი“ გიო ხუციშვილის შესრულებით, წლის დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა ჯგუფ „სტუმრები“ მიერ შესრულებულმა სიმღერამ „ურმული“ (კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე). იხილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები