interpressnews.ge

469

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მუსიკალური კონკურსი „ოქროს ტალღა 2015“ წელს უკვე მესამედ გაიმართა. პროექტში „ოქროს ტალღა 2015“ ”წლის სიმღერა” „ნამის ველს“ გახდა, რომელსაც ნიაზ დიასამიძე და „33 ა“ ასრულებს.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც კლუბ „ოტიუმში“ გაიმართა, კიდევ 16 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კერძოდ, ”წლის მომღერალი ქალის” ტიტული ნინი ბადურაშვილმა მიიღო, სიმღერით „ელენეს“;

”წლის მომღერალი მამაკაცი” ოთო ნემსაძე გახდა, სიმღერით „ბულბულის სტვენა“; ”წლის დუეტის” ნომინაციაში საუკეთესოდ ანსამბლი

„შვიდკაცა“ და დათო გომართელი დასახელდნენ.

”წლის ჯგუფი” – ”33 ა”; ”წლის ანსამბლი” – „ქართული ხმების“ კვარტეტი სიმღერით „დავდივარ და დაგეძებ“; ”წლის პოპ-სიმღერა” – „ქაღალდის ნავი“ რატი დურგლიშვილის შესრულებით; ”წლის ქალაქური სიმღერა” – ოთარ რამიშვილის სიმღერა „თბილისი“ გიო ხუციშვილის შესრულებით; ”წლის დებიუტის” ნომინაციაში გაიმარჯვა ჯგუფი „სტუმრების“ მიერ შესრულებულმა სიმღერამ „ურმული“. იხილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები