LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა ვასაძე: „წელს პირველად წარმადგინეს „ოქროს ტალღაზე“

38

Ardaidardo.Ge
მაგდა ვასაძის „ამბობენ“, რომელიც ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ძალიან დიდი ხნის სიმღერაა, თუმცა მსმენელმა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რადიოსადგურების მეშვეობით გაიცნო. მაგდა წელს პირველად არის წარდგენილი „ოქროს ტალღაზე“…

 

მაგდა ვასაძე:

 

რა თქმა უნდა, ყველა მომღერლისთვის კარგი ამბავია და განსაკუთრებით მიხარია მეც, რომ „ოქროს ტალღაზე“ ჩემი საყვარელი სიმღერით ვარ წარდგენილი და ეს წელს პირველად მოხდა. სიმღერა „ამბობენ“ ლილიკო ნემსაძემ ათი წლის წინ დამიწერა, ბათუმში ჩავწერე, მერე კი თბილისში მისი ახალი ვერსია გავაკეთეთ. სხვადასხვა კონცერტსა და გამოსვლაზე ხშირად ვასრულებდი, მაგრამ საზოგადოებამ თქვენი მეშვეობით გაიცნო…

 

ძალიან კარგი კონკურსია „ოქროს ტალღა“ და მიხარია, რომ მისი მონაწილე მეც გავხდი. იმედია, შემდეგ წლებში უფრო მეტი სიმღერით ვიქნები წარდგენილი, რადგან ბევრი გეგმა მაქვს (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები