LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერი: „იმედი მაქვს, „მიუზიკბოქსის“ რჩეული გავხდები…“

56

Ardaidardo.Ge

რეპერ გიორგი პავლიაშვილის, იმავე მასტერის ორი სიმღერა არის წარდგენილი „ოქროს ტალღაზე“ – „დარჩი, რა“ და „მალე“. რეპერს ვკითხეთ კონკურსის შესახებ და ასევე სიახლეებზე.


მასტერი:

რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი სტიმული ქართველი არტისტებისა და მომღერლებისთვის, რომ მეტი შექმნან და მეტად იმუშაონ. ისეთი დაჯილდოვებაა, იმდენად ორგანიზებული და ლამაზად გაფორმებული, რომ ხანდახან უცხოეთში მგონია თავი (იღიმის). შეიძლება, ვიღაცას გაეცინოს, მასტერი რომ წითელ ხალიჩაზე გაივლისო, მაგრამ თვითონ რომ გაიაროს, ძალიანაც მოეწონება. კარგი დღეა ხოლმე ნამდვილად, მსიამოვნებს „ოქროს ტალღაზე“ მისვლა. მით უმეტეს, შარშან გავიმარჯვე და „ფორტუნა პლუსის“ რჩეული გავხდი, რითაც ვამაყობ. თუკი კონკრეტულად ვისაუბრებთ, ახლა მაქვს დიდი იმედი, რომ „მიუზიკბოქსის“ რჩეული გავხდები, რადგან ჩემი კლიპი „დამსინა“ ძალიან პოპულარული გახდა. ექვს მილიონზე მეტი ნახვა მაქვს, ასე რომ, ძალიან გამიხარდება „მიუზიკბოქსის“ ნომინაცია.


შენს თაყვანისმცემლებს აქტიურობისკენ არ მოუწოდებ?

რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველდღიურად ამას არ ვაკეთებ. როგორ ვთქვა, რომ კარგად გამომივიდეს, მაგრამ მინდა თქმა. თავიდან ხალხის რჩეულის ნომინაციაზე ხმის მიცემა რომ დაიწყო, დავდე ჩემს სოციალურ ქსელში და ვთხოვე მხარდაჭერა ჩემს მსმენელს. ეგრევე პირველ პოზიციაზე ვიყავი. მაგრამ ყოველდღე ამას ვერ გავაკეთებ, რადგან ჩემს მსმენელთან ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს. ამით არ ვაკნინებ მათ, ვინც ამას აკეთებს. უბრალოდ, რეპერი ვარ და სხვანაირად ვურთიერთობ მსმენელებთან. აქედან გამომდინარე, დედაჩემსაც კი ვუთხარი, ამაზე აღარ მელაპარაკო-მეთქი. ყოველ დღე აღარ ვპოსტავ და აღარც ვარ პირველ ადგილზე.


სიახლეების შესახებ მოგვიყევი…

მივდივარ მოსკოვში, ძალიან მალე. გამოდის ახალი ალბომი, რომელსაც თუკი გამოიწერენ ჩემი მსმენელები, მას სახლში მიუტანენ. ალბომის სახელწოდება იქნება „მონოლოგი“. ასევე გავხსენი ინტერნეტ რეპრადიო „გრაფიტი“, რომელიც მალე ამუშავდება. აქ იტრიალებს მხოლოდ ჰიპ-ჰოპი, იქნება გადაცემების ამ მიმდინარეობაზე. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ პლეილისტი არანაირად არ არის აგებული მასტერის პირად გემოვნებაზე. ბევრი ჩემი კოლეგისგან მოვისმინე საუბარი, რომ რასაც უნდა დაატრიალებსო, მათ მინდა ვუთხრა, ყველაზე ნაკლებად იტრიალებს იქ მასტერის სიმღერები და იქნება ისეთი კომპოზიციები, რომლებიც შესაძლოა, მე საერთოდ არ მომწონს (იღიმის).


მოსკოვში ისევ დიდი ხნით მიდიხარ?

უკვე ერთი წელია, საქართელოში ვარ, საქართველომ, ასე ვთქვათ, „მიმიწება“, მაგრამ მოსკოვში დავდივარ. ახლა ივნისში მივემგზავრები.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები