LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ქველაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მსმენელს სიმღერის პრემიერით დაუბრუნდა

4

Ardaidardo.Ge

გადაცემას „რადიო დუეტი“  მომღერალი ნათია ქველაძე ესტუმრა.


ნათია,
როდის დაიწყე სიმღერა და ამჟამად სად მოღვაწეობ? ჩვენს მსმენელს ალბათ აინტერესებს, თუ რა გზა გაიარე, სანამ იმ სიმღერას ჩაწერდი, რომლითაც დღეს რადიო „არ დაიდარდოს“ ესტუმრე.

ბავშვობიდან ვმღერი და ჩემი მოღვაწეობა ქალაქ გორში, ვოკალურ -ინსტრუმენტალურ ანსამბლ – „ცისარტყელაში“ დავიწყე.  „ცისარტყელას“ შემდეგ ისევ გორში – მოსიძის ქალთა კამერულ გუნდში ვმღეროდი. შემდეგ კი კონსერვატორიაში ვსწავლობდი და მთლიანად ამაზე ვიყავი გადართული. 1999 წელს ჩემი პირველი სატელევიზიო პრემიერაც შედგა, პირველ არხზე ჩემი დაწერილი სიმღერით წარვსდექი. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი ვოკალის პედაგოგიც ვიყავი და ამ საქმიანობას ალბათ მომავალშიც დავუბრუნდები,  სტუდიის გახსნასა ვგეგმავ.

საინტერესოა, თუკი იყო სატელევიზიო პრემიერა, კლიპი, ამის შემდეგ რატომ აიღე პაუზა ?

მთლიანად ოჯახზე გადავერთე, მეყოლა მეორე შვილი და გარკვეული პერიოდი კარიერისთვის აღარ მეცალა.

როგორც აღნიშნე, ტელევიზიაში შენი საკუთარი სიმღერით წარსდექი, ანუ ნათია ქველაძე სიმღერებს წერს.. მსმენელს ალბათ დააინტერესებს, ვინმე ასრულებს შენს სიმღერებს, თუ ჯერ-ჯერობით არავისთვის არ შეგითავაზებია.

ჩემს ორ სიმღერას თავადვე ვასრულებ. თუმცა, ძირითადად საბავშვო რეპერტუარზე ვმუშაობდი, საბავშვო ანსამბლი მყავდა და მთლიანად მათზე ვიყავი ორიენტირებული. დავდიოდით სხვადასხვა ფესტივალებზე და წარმატებებსაც ვაღწევდით.


გვიამბე
ახალ სიმღერაზე, რომელსაც ორიგინალური სახელი – „მასწავლე“ ქვია. ვინ გადაგაწყვეტინა პაუზის შემდეგ შოუბიზნესში დაბრუნება?

ჩემი დაბრუნების იდეა  მომღერალ გოგიტა გოგიძეს ეკუთვნის, ის ძალიან პოზიტიური ადამიანია და ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება სიმღერას, ის მე შევარჩიე.  ტექსტი მორის ფოცხიშვილს ეკუთვნის და სიმღერა კი ყველასათვის საყვარელმა კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა დაწერა.

დაბოლოს, როგორია შენი სამომავლო გეგმები?

გაჩერებას მომავალშიც არ ვაპირებ და შემდეგი სიმღერაც თითქმის მზად მაქვს. ის ნატო თოთიბაძემ დამიწერა,  ტექსტის  ავტორი კი მე გახლავართ. სიმღერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში ჩაიწერა, ცირაც ჩემი მეგობარია და სწორედ მისი და გოგიტას დამსახურებაა რომ  აქამდე მოვედი.

ნათია ქველაძე – მასწავლე 

AudioNATIA QVELADZE – MASCAVLE

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Natia Qveladze

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები


Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები