news.ge

55

წლის სიმღერა მუსიკალურ პროექტში „ოქროს ტალღა 2015“, „ნამის ველს“ გახდა, ნიაზ დიასამიძის და „33 ა“-ს შესრულებით (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ნიაზ დიასამიძე). დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც კლუბ „ოტიუმში“ გაიმართა, კიდევ 16 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

წლის მომღერალი ქალის ტიტული ნინი ბადურაშვილმა მიიღო, სიმღერით „ელენეს“ (კომპოზიტორი: ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი, ტექსტი ირინა სანიკიძე); წლის მომღერალი მამაკაცი ოთო ნემსაძე სიმღერით „ბულბულის სტვენა“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ოთარ რამიშვილი);

წლის დუეტის ნომინაციაში საუკეთესოდ ანსამბლი „შვიდკაცა“ და დათო გომართელი დასახელდნენ ( „პოპური“, სიმღერა და ტექსტი ხალხური);

წლის ჯგუფი 33 ა („ნამი ველს“, კომპოზიტორი და ტექსტი ნიაზ დიასამიძის), წლის ანსამბლი „ქართული ხმების“ კვარტეტი სიმღერით „დავდივარ და დაგეძებ“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ნანა მესხი);

წლის პოპ-სიმღერა „ქაღალდის ნავი“ რატი დურგლიშვილის შესრულებით (კომპოზიტორი: რატი დურგლიშვილი, ტექსტი მანანა სიამაშვილი); იხილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები