ნინი ბადურაშვილი: „რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წამოწყება არის არაჩვეულებრივი!..“

ნინი ბადურაშვილი: „რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წამოწყება არის არაჩვეულებრივი!..“

ნინი ბადურაშვილი „ოქროს ტალღაზე“ დიდი ხანია მონაწილეობს. ამჟამად ეკა კახიანთან ერთად შესრულებული სიმღერით, „სამბა“ არის წარდგენილი. „ოქროს ტალღაზე“ გახდა საუკეთესო მომღერალი ქალი და ამ კატეგორიის ყველა წლევანდელ მონაწილეს წარმატებას უსურვებს.

ნინი ბადურაშვილი:

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წამოწყება არის არაჩვეულებრივი. მუსიკალური დაჯილდოვება ყველა არტისტისთვის დიდი სტიმულია, რომ რასაც აკეთებ და ქმნი, ფასდება, თუ გაიმარჯვე, კიდევ უფრო მეტად.

რაც შეეხება სიმღერას, ის ეკას დაწერილია, მცირე წვლილი მის დაწერაში მეც მიმიძღვის. მას ჰქვია სამბა და ეკასთან ერთად ვასრულებ. მე ძალიან მომწონს და ვნახოთ, როგორ წარმატებას მოგვიტანს, მელოდიურია და ყველას რომ დაამახსოვრდება, ისეთი.

ხომ არ გყავს ფავორიტი ამ კონკურსზე?

ვიცი, რომ ანრი ჯოხაძეა ნომინაციაში რუსა მორჩილაძის სიმღერით, ასევე ჩემი ბევრი კოლეგა, ბევრი ახალი მომღერალიცაა. ყველას ვუსურვებ წარმატებას და „ოქროს ტალღას“ უფრო მეტ განვითარებას და მასშტაბების გაზრდას.

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი – სამბა

სულ: 1322 ხმა