„ქალაქური Project“: „პერიოდმა, რომელიც გავიარეთ, დაამტკიცა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ…“

„ქალაქური Project“: „პერიოდმა, რომელიც გავიარეთ, დაამტკიცა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ…“

„ქალაქური Project“ „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი სიმღერით „დღე და ღამე“. ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის „ოქროს ტალღა“ უდიდეს საქმეს აკეთებს. ჯგუფი წინა წელსაც მონაწილეობდა კონკურსში სიმღერით „ბალადა“.

„ქალაქური Project“:

ერთ-ერთი რესტორნიდან გამოვედით გარეთ. თოვდა, რომანტიკული ამინდი იყო. ბეჟოს ეკავა გიტარა ხელში, ვმღეროდით ქავერებს. უცბად, მან ჩამოჰკრა გიტარაზე ხელი და წაიმღერა: „აღარ მინდა ღამე, აღარ მინდა თოვა“. ასე შეიქმნა სიმღერა, რომელიც წარდგენილია „ოქროს ტალღაზე“.

რაც შეეხება ჯგუფის შექმნას, მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გატარებული და ყველას ჰქონდა კონტაქტი მუსიკასთან, ქართულ სიმღერასთან. ამ პროცესში, ერთად სიმღერისას და გართობისას, მივედით იმ ეტაპამდე, რომ ჯგუფი შეგვექმნა. ბეჟომ დაწერა რამდენიმე სიმღერა, რომლის მელოდიაც და ტექსტიც მას ეკუთვნის. მივხვდით, რომ ამას აღარ ჰქონდა გართობის სახე და გადავწყვიტეთ, მიგვეწოდებინა მსმენელისთვის. ამ პერიოდმა, რაც გავიარეთ, დაამტკიცა, რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენს რეპერტუარს ბევრი სიმღერა შეემატა მას მერე. მათ შორის ერთი, რომელიც „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი. მადლობა ამისთვის, „ოქროს ტალღის“ კონკურსი ჩვენთვის განვითარებისა და წინსვლის საშუალებაა.

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

ქალაქური Project – დღე და ღამე

კომპოზიტორი: ბეჟან ამირანაშვილი

ტექსტი: ბეჟან ამირანაშვილი

სულ: 2014 ხმა