სიახლეები

May 23, 2018

„ოქროს ტალღა“  ნიკოლოზ რაჭველთან  და „გრემის“ მფლობელ ლიზა ფიშერთან ერთად – გრანდიოზული შოუ ფილარმონიაში!..

„ოქროს ტალღა 2018” 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოება წელს მეხუთედ იმართება, შესაბამისად, ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. ასევე იუბილარია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ და ამ სფეროში ლიდერობის 20-წლიან იუბილეს ზეიმობს. გამარჯვებულები 17 სხვადასხვა კატეგორიაში დასახელდებიან, მათგან ერთ ნომინაციას, ხალხის რჩეულს ინტერნეტგამოკითხვა გამოავლენს, რომელიც უკვე დაწყებულია საიტზე goldenwave.ge. […]
May 23, 2018

ტატო გოდერძიშვილი: „მთავარია, ჩემი სიმღერები ხალხს უყვარდეს…“

ტატო გოდერძიშვილი ორი დუეტით არის წარდგენილი „ოქროს ტალღაზე“. კონკურსს დადებითად აფასებს, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანი სხვა რამეა – მისი სიმღერები ხალხს უყვარდეს და პატივს სცემდეს. ტატო გოდერძიშვილი: ზოგადად, კარგი იდეაა და მოტივაცია, სასიამოვნოა, როცა შენი სიმღერა ამ კონკურსში ხვდება, როგორც რჩეული ხალხისა და მსმენელის. უფლის ნებაა ყველაფერი.  როგორც პროექტი, არაჩვეულებრივია, მომწონს […]
May 23, 2018

ვერიკო ტურაშვილი: „მგონია, რომ მე და კახას ერთად მუშაობა გამორჩეულად კარგად გამოგვდის!..“

ვერიკო ტურაშვილისა და კახა კუხიანიძის დუეტი სიმღერაზე „დეკემბერი“ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ის „ოქროს ტალღის“ ნომინაციებს შორის მოხვდა. კახასა და ვერიკოს შესრულებამ მათი კოლეგების ქებაც დაიმსახურა და მსმენელისაც. ვერიკო ტურაშვილი: წელს ჩემი სამი სიმღერა არის წარდგენილი „ოქროს ტალღაზე“, რაც ძალიან მახარებს, მათ შორის ერთ-ერთია ზურაბ მჟავიას ძველი სიმღერა „დეკემბერი“, რომელიც […]
May 22, 2018

სტეფანე: „ჩემთვის დიდი სტიმული იყო „ოქროს ტალღის“ მთავარი ნომინაციაში გამარჯვება…“

სტეფანე მღებრიშვილი წლის საუკეთესო სიმღერის ტიტულის მფლობელი წინა წელს გახდა სიმღერისთვის „დამიბრუნდი“, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ წელსაც იყოს წარდგენილი „ოქროს ტალღის“ ჯილდოზე, ორი სიმღერით – „დამღალეს“ და „მარის“ (ერეკლე დეისაძესთან ერთად) რემეიქები. სტეფანე: კონკურსებში მონაწილეობას ვერ ვიღებ ხოლმე, რადგან არ ვარ საკუთარ თავში ასე დარწმუნებული, მაგრამ ნებისმიერი […]
May 21, 2018

ლაშა ღლონტი: „ცერემონია არის შესაძლებლობა კარგი კონტრაქტებისთვისაც“

„მოხარული ვარ, რომ უკვე მერამდენე წელია ვმონაწილეობ ამ შესანიშნავ ცერემონიაში. გამარჯვება ნამდვილად არ არის მთავარი. თუმცა, სასიამოვნოა, შარშან დუეტმა ქეთი ფარესაშვილთან „წლის დუეტის“ ტიტული მოიპოვა. მთავარია, რომ დაჯილდოების ცერემონია უდიდესი დადებითი მუხტი აქვს. „ოქროს ტალღა“ იმის საშუალებას იძლევა, რომ დაფასდეს ადამიანის შრომა, იქნება ეს შემსრულებელზე, კომპოზიტორი, თუ არანჟირებისა ავტორი. საინტერესო […]
May 21, 2018

ნოდიკო ტატიშვილი: „ველოდები, რა მოხდება 26 ივნისს“

„ბევრჯერ მითქვამს და ახლაც იგივეს ვიტყვი. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს დაჯილდოება. „ოქროს ტალღა“ პირადად ჩემთვის უდიდესი მოტივატორია. ერთი სული მაქვს ხოლმე როდის დაიწყება ცერემონია. სულ ვმუშაობ, შემდეგ მომაქვს თქვენთან ახალი სიმღერა და ველოდები როდის დაიწყება „ოქროს ტალღა“. წელს განსაკუთრებული შემთხვევაა, 4 სიმღერაა წარდგენილი. უხერხული იქნება პროგნოზების გაკეთება, თუმცა რეალისტი ვარ. […]
May 18, 2018

თემურ თათარაშვილი: „ჩვენი მომღერლები ქავერებმა დაღუპეს…“

თემურ თათარაშვილის ახალი კლიპის პრემიერა „იმედის“ ეთერში უკვე შედგა. „გული ადამიანობს“ ასევე წარდგენილია „ოქროს ტალღაზე“. მომღერალი ბედნიერია იმით, რომ რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად და კონცერტებითაც განებივრებულია. თემურ თათარაშვილი: 35 წლის განმავლობაში, რაც სცენაზე ვარ, არასდროს წარმიდგენია ჩემი სიმღერა რაიმე კონკურსზე, ის მისმა ავტორმა წარადგინა. იმ დღიდან, რაც ჩავწერე, ვამბობ, რომ […]
May 17, 2018

ნინი ბადურაშვილი: „რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წამოწყება არის არაჩვეულებრივი!..“

ნინი ბადურაშვილი „ოქროს ტალღაზე“ დიდი ხანია მონაწილეობს. ამჟამად ეკა კახიანთან ერთად შესრულებული სიმღერით, „სამბა“ არის წარდგენილი. „ოქროს ტალღაზე“ გახდა საუკეთესო მომღერალი ქალი და ამ კატეგორიის ყველა წლევანდელ მონაწილეს წარმატებას უსურვებს. ნინი ბადურაშვილი: რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წამოწყება არის არაჩვეულებრივი. მუსიკალური დაჯილდოვება ყველა არტისტისთვის დიდი სტიმულია, რომ რასაც აკეთებ და ქმნი, ფასდება, თუ […]
May 16, 2018

„ქალაქური Project“: „პერიოდმა, რომელიც გავიარეთ, დაამტკიცა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ…“

„ქალაქური Project“ „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი სიმღერით „დღე და ღამე“. ჯგუფის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის „ოქროს ტალღა“ უდიდეს საქმეს აკეთებს. ჯგუფი წინა წელსაც მონაწილეობდა კონკურსში სიმღერით „ბალადა“. „ქალაქური Project“: ერთ-ერთი რესტორნიდან გამოვედით გარეთ. თოვდა, რომანტიკული ამინდი იყო. ბეჟოს ეკავა გიტარა ხელში, ვმღეროდით ქავერებს. უცბად, მან ჩამოჰკრა გიტარაზე ხელი და […]
May 16, 2018

დათუნა მგელაძე: „მაქვს გამარჯვების იმედი, რატომაც არა…“

დათუნა მგელაძე „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვებაში მეორედ მონაწილეობს. სიმღერა, რომლითაც დათუნა არის წარდგენილი წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე, თავად დაწერა, ტექსტი კი მანჩო გურგენიძესა და მარიამ ჩიხლაძეს ეკუთვნით. სიმღერის სახელწოდებაა „ისევ შენ“. დათუნა მგელაძე: რა თქმა უნდა,  „ოქროს ტალღაში“ მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რაც ჩვენს სფეროში ერთ-ერთი სტიმულია, გვაძლიერებს და გვიჩენს სურვილს, სიმღერები ჩავწეროთ და […]
May 15, 2018

„ოქროს ტალღის“ დაჯილდოვება – ნიკოლოზ რაჭველი, სიმფონიური ორკესტრი და სპეციალური სტუმარი

„ოქროს ტალღა“ 2018 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოვება წელს მეხუთედ იმართება, შესაბამისად, ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ასევე იუბილარია და ამ სფეროში ლიდერობის 20-წლიან იუბილეს ზეიმობს. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში 17 კატეგორიაში დასახელდებიან, მათგან ერთ ნომინაციას, ხალხის რჩეულს ინტერნეტგამოკითხვა გამოავლენს, რომელიც უკვე დაწყებულია […]
May 10, 2018

სოფო გელოვანი: „ოქროს ტალღაზე“ ფასდება შრომა, რასაც წლის განმავლობაში ვწევთ…“

სოფო გელოვანი „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „ასე არასდროს“ არის წარდგენილი, რომელიც მიშა მდინარაძესთან ერთად დაწერა, ლექსი კი ოთარ ჭილაძის გახლავთ. სოფო აღნიშნავს, რომ „ოქროს ტალღა“ არის წლის სიმღერის ერთადერთი დაჯილდოვება საქართველოში, სადაც მომღერლებს შრომა უფასდებათ და ერთმანეთის ხილვასაც ახერხებენ. სოფო გელოვანი: ძალიან კარგია, რომ არსებობს ასეთი პროექტი, წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონია, […]