სოფო გელოვანი: „ოქროს ტალღაზე“ ფასდება შრომა, რასაც წლის განმავლობაში ვწევთ…“

სოფო გელოვანი: „ოქროს ტალღაზე“ ფასდება შრომა, რასაც წლის განმავლობაში ვწევთ…“

სოფო გელოვანი „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „ასე არასდროს“ არის წარდგენილი, რომელიც მიშა მდინარაძესთან ერთად დაწერა, ლექსი კი ოთარ ჭილაძის გახლავთ. სოფო აღნიშნავს, რომ „ოქროს ტალღა“ არის წლის სიმღერის ერთადერთი დაჯილდოვება საქართველოში, სადაც მომღერლებს შრომა უფასდებათ და ერთმანეთის ხილვასაც ახერხებენ.

სოფო გელოვანი:

ძალიან კარგია, რომ არსებობს ასეთი პროექტი, წლის სიმღერის დაჯილდოვების ცერემონია, ის ერთადერთია საქართველოში. მიხარია, რომ ამ დღეს, ქართველ მომღერლებს, რომლებმაც, შესაძლოა, მთელი წელი ვერ ვნახოთ ერთმანეთი, ერთმანეთის ხილვის შესაძლებლობა გვეძლევა. გარდა ამისა, ფასდება ჩვენი შრომა, რასაც წლის განმავლობაში ვწევთ.

მინდა, ყველა ჩემს კოლეგას წარმატება ვუსურვო ამ კონკურსზე.

რაც შეეხება სიმღერას, ის მიშა მდინარაძესთან ერთად დავწერე ოთარ ჭილაძის ლექსზე. გამიხარდა, რომ ეს სიმღერა წარდგენილია „ოქროს ტალღაზე“ (იღიმის).

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

სოფო გელოვანი – ასე არასდროს

კომპოზიტორი: სოფო გელოვანი და მიშა მდინარაძე

კომპოზიტორი:

ლექსი: ოთარ ჭილაძე

სულ: 271 ხმა