LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატო გოდერძიშვილი: „დედა“ ისეთი სიმღერაა, რომელიც ათეულში დარჩენას იმსახურებს…“

96

Ardaidardo.Ge

ტატო გოდერძიშვილის სიმღერა „დედა“, ჯერჯერობით ათეულში ხმების რაოდენობით პოზიციას ინარჩუნებს. „ოქროს ტალღის“ საიტზე ყველა თქვენგანს შეუძლია ხმის მიცემა და საკუთარი ფავორიტის წინ წაწევა „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის.


ტატო გოდერძიშვილი:

მინდა გითხრათ, რომ ხალხის აქტივობის იმედი მაქვს და კიდევ იმ სიყვარულის, რომელსაც ჩემი სიმღერა „დედა“ იმსახურებს. ვფიქრობ, ეს ისეთი სიმღერაა, რომელიც იმსახურებს ათეულში დარჩენას და ნომინაციის მიღებას, დანარჩენი საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება „ოქროს ტალღას“, ეს, ჩემი აზრით, ხელოვანი ადამიანების ერთგვარი წახალისებაა, ასევე გამოცდილება მასში მონაწილე მუსიკოსებისთვის. მადლობა ამ კონკურსის დამაარსებლებს. ხელს უწყობენ მუსიკოსებს და ეს ძალიან კარგი ინიციატივაა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები