LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო მელიქიშვილი: „უკვე 4 წელია, „ოქროს ტალღის“ ნომინანტი ვარ…“

142

Ardaidardo.Ge

მომღერალი და რადიო „არ დაიდარდოს“ დიჯეი, თაკო მელიქიშვილი უკვე მეოთხე წელია, „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორისაა. ახლაც მისი სიმღერაა წარდგენილი, სახელწოდებით „უბრალოდ“, ასევე დუეტი, გიორგი დათიაშვილთან ერთად.


თაკო მელიქიშვილი:

ოთხი წელია, ამ კონკურსში ვიღებ მონაწილეობას და „ოქროს ტალღის“ ნომინანტი ვარ. წინა წელს ისეთი პროექტით ვმონაწილეობდი, სიმღერით „ნუ მეტყვი“, რომ ვფიქრობ, ის უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებდა. სოლო სიმღერა “უბრალოდ”, რომელიც წელსაა წარდგენილი, ასევე ცირა ბზიშვილს ეკუთვნის. ვფიქრობ, რომ ისიც არანაკლებ იმსახურებს, გახდეს რჩეული და გაიმარჯვოს რომელიმე ნომინაციაში. იმედია, წელს ჩემი თაყვანისმცემლები უფრო იაქტიურებენ. უკვე მოვუწოდე „ფეისბუქის“ საშუალებით, რომ მხარდაჭერა გამოხატონ.

ვიგებ თუ არ ვიგებ, არ აქვს მნიშვნელობა, მონაწილეობაა მნიშვნელოვანი. ეს კონკურსი სტიმულია, რომ ყოველ წელს ახალი პროდუქტი გააკეთო.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები