LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა მახალდიანი: „ძალიან მინდა, რომ „ოქროს ტალღა“ გაგრძელდეს…“

529

Ardaidardo.Ge

თიკა მახალდიანი „ოქროს ტალღის“ ნომინანტია სიმღერით „გავშლით ფრთებს“. ეს სიმღერა მას მეგობარმა, ნინი წიკლაურმა დაუწერა. თიკასთან ის ძალიან ახლოს იყო და ამიტომაც მისი ჩაწერა გადაწყვიტა. დაახლოებით ერთი წლის წინ სიმღერის პრემიერა შედგა.


თიკა მახალდიანი:

ძალიან მომწონს პროექტი „ოქროს ტალღა“, იმიტომ რომ ბევრი ახალი სიმღერის ჩაწერისკენ უბიძგებს ქართველ შემსურლებლებს და კარგია იმისთვის, რომ არ დაიკარგოს იმ ადამიანების შრომა, ვინც ამ სფეროში მუშაობს. წარმატებას ვუსურვებ ამ პროექტს და ძალიან მინდა, რომ ის შემდეგ წლებშიც გაგრძელდეს.

რაც შეეხება სიმღერას, ჩემმა მეგობარმა, მომღერალმა ნინი წიკლაურმა დაწერა, ტექსტიც მას ეკუთვნის. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ ჰქონდა სიმღერა, რომელიც ფიქრობდა, რომ მე მომიხდებოდა. როცა მოვისმინე, ძალიან მომეწონა, ეს სიმღერა ჩემში ზის… გადავწყვიტე მისი ჩაწერა. დაახლოებით ერთი წლის წინ
შედგა პრემიერა.


ახალ სიმღერებს წერ?

ახლახან მოვიტანე თქვენს ჰოლდინგში მაიკო კაჭკაჭიშვილის მიერ დაწერილი „ჩემთან ხარ“, ტექსტიც მასვე ეკუთვნის. მაიკოს კიდევ ერთი სიმღერა მაქვს, რომელსაც მალე ჩავწერ, არანჟირებას ველოდები.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები