LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქსფორდის უნივერსიტეტში ქალებს გამოცდების ჩასაბარებლად უფრო მეტ დროს აძლევენ

89

ოქსფორდის უნივერსიტეტში ქალებისთვის საგამოცდო დროის გაზრდა, მათ მიერ მიღებული დაბალი ქულების გამო გადაწყდა. 2017 წლის ზაფხულში, იმ ქალ სტუდენტებს, რომლებიც მათემატიკასა და კომპიუტერულ საგნებში აბარებდნენ გამოცდას, საკუთარი ნაშორმების დასასრულებლად დამატებით 15 წუთი განესაზღვრათ. გამომცდელები თვლიდნენ, რომ „ქალი კანდიდატები შესაძლოა დროის სიმცირის გამო დაზარალებულიყვნენ“, სწორედ ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა საკითხების სირთულე და რაოდენობა არ შეუმცირებიათ.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ნაბიჯი იქნა გადადგმული. გასულ წლებში მამაკაცი სტუდენტები, რომლებმაც პირველი კლასის დიპლომები აიღეს, ქალებს ორჯერ აღემატებოდნენ. ამის შემდეგ, 2016 წელს, საგამოცდო საბჭომ ქალთა რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა. თუმცა, გენდერული დისბალანსის გაუმჯებესების მცდელობის მიუხედავად პირველი კლასის დიპლომებს უფრო მეტად, კვლავ მამაკაცები იღებდნენ.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ცვლილებებს დროული და სამართლიანი უწოდეს. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი კლასის დიპლომის აღება ქალების 39 პროცენტმა შეძლო, მამაკაცების 47 პროცენტიანი მაჩვენებლის წინააღმდეგ, ქალთა მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

ქალი სტუდენტები აღნიშნულ ცვლილებას მიესალმებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები