LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბრიდან საქართველოში ანაზღაურებადი რეზერვის ახალი სისტემა ამოქმედდება

28

ოქტომბრიდან საქართველოში ანაზღაურებადი რეზერვის ახალი სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა. რეზერვისტობა ახალი სისტემის მიხედვით ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი იქნება. რეზერვისტი წლის მანძილზე, 45 დღე ვალდებული იქნება შესაბამის ბაზაზე გამოცხადდეს და გაიაროს მომზადება.

პირველ ეტაპზე 300-ზე მეტი რეზერვისტის მომზადება მოხდება. ლევან იზორიას განცხადებით, რეზერვის ახალი სისტემა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს და სტუდენტებს ნებაყოფლობით გახდნენ რეზერვისტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები