LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბრის ბოლო დღეებში საქართველოში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ

124

ხვალ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

როგორც  „ფორტუნასთან“ სინოპტიკოსმა, სვეტლანა ნიორაძემ,  აღნიშნა, დასავლეთ საქართველოში 27 ოქტომბრიდან ყველგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და ღამით  – 14, დღისით 19 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ მოსალოდნელია წვიმა. 26 ოქტომბერს გამოიდარებს და თბილი ამინდი იქნება, თუმცა ზოგან ისევ შენარჩუნდება მცირე ნალექი. 29 ოქტომბრიდან მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი.

რაც შეეხება თბილისს, ხვალ უნალექო ამინდი იქნება, 27 და 28 ოქტომბერს მხოლოდ ღამის საათებში იქნება წვიმა, დღისით  – 22, ღამით  17 გრადუსი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები