LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორ მეშახტეს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის კანის გადანერგვის ოპერაციებს ჩაუტარებენ

98

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებულ ორ მეშახტეს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის კანის გადანერგვის ოპერაციებს ჩაუტარებენ. ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

ქაშიბაძის თქმით, ერთ პაციენტის ოპერაცია დღეს, ხოლო მეორეს – ხუთშაბათს ჩაუტარდება.

„ორი პაციენტის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ და რამდენიმე დღის შემდეგ ისინი თავიან ოჯახებს დაუბრუნდებიან. რაც შეეხება ორ მძიმე პაციენტს, რომლებიც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებულები, მათი მდგომარეობა ასევე მძიმედ რჩება. ახლა გადაწყდა, რომ ერთ პაციენტს კიდურებზე კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება, ორივე მტევანზე ფუნქციის შენარჩუნების მიზნით, ხოლო მეორე პაციენტისთვის იგივე ოპერაცია ხუთშაბათს არის დაგეგმილი,“ – განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ორივე პაციენტს ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა აქვს.

„ამ წუთისთვის არანაირ გართულებას ადგილი არ აქვს,“ – განაცხადა ქაშიბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები