LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა

120

მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაერთიანებულ 134 მოსახლეს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 500-ზე მეტია, 2000 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაწყებული სახელმწიფო პროგრამა იმასაც ითვალისწინებს, რომ კოოპერატივებს თანადაფინანსებით გადაეცემათ ტრაქტორები, რომლებიც აღჭურვილია თიბვისა და მოთიბული მასის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინვენტარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები