LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორბანი შეხვედრებს იწყებს

45

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეხვედრებს იწყებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორბანი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, იგეგმება ხელმოწერა ოფიციალურ დოკუმენტებზე და უნგრულ-ქართულ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა.

„უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური გზისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დიდი შესაძლებლობები გვაქვს, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი, რომელზეც წარმოდგენილი იქნებიან ქართული და უნგრული ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ თანამშრომლობას ვაღრმავებთ ყველა მიმართულებით და ამ პერსპექტივებს განვიხილავთ როგორც ჩემს კოლეგასთან, ასევე დელეგაციის სხვა წევრებთან.“

უნგრეთის რესპუბლიკის დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები