LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორდოლარიანი „ბუსტის“ გამო პოლიტიკურმა პარტიებმა აუდიტის სამსახურს არ ჩააბარონ დეკლარაციები“ – „გირჩის“ მოთხოვნა

99

„ელემენტარული ოპერაციების ჩასატარებლად ბევრი ქაღალდია საჭირო,“ – ამ განცხადებას „გირჩის“ წარმომადგენელი, იაგო ხვიჩია, აკეთებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან სოციალურ მედიასთან დაკავშირებული რეგულირებების გამარტივებას ითხოვს.

ამის შესახებ ხვიჩიამ დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. დღეს მთავარი აუდიტის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ლომჯარია, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

„ჩემი დღევანდელი კითხვა, ძირითადად, ეხებოდა იმას, თუ როგორ უნდა გადავწყვიტოთ საკითხი, როცა პოლიტიკური პარტია ყიდულობს რეკლამას არა ქართული მედიასაშუალებებისგან, არამედ საერთაშორისო კომპანიებისგან, როგორიც არის Facebook. დღევანდელი საუბრისას შეგვპირდნენ, რომ ამ საკითხზე თავადაც იფიქრებენ და ჩვენთანაც გაივლიან კონსულტაციებს,’’ – განაცხადა ხვიჩიამ.

„გირჩის“ წარმომადგენლის თქმით, პარტიის ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს სოციალურ მედიასთან დაკავშირებული რეგულირებები და „ორდოლარიანი „ბუსტის“ გამო პოლიტიკურმა პარტიებმა აუდიტის სამსახურს არ ჩააბარონ დეკლარაციები“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები