LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ახალი, მაცდური სუნამო HUGO BOSS -ისგან

549

HUGO  BOSS თავისი მაცდური არომატის, BOSS  THE  SCENT-ის ახალი კამპანიით გვახსენებს, თუ რა ძალა აქვს სუნამოს თანამედროვე, ციფრული ეპოქის სამყაროში.

2018 წლის შემოდგომაზე HUGO BOSS კიდევ ორ ახალ არომატს გვთავაზობს  SCENT–ის კოლექციიდან, განახლებული კამპანიით სუნამოს ახალ სახეებთან ერთად. ახალი არომატების შეძენა მომხმარებელს უკვე შეუძლია პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ Voulez-Vous-ში.

ცდუნების მემკვიდრეობა

HUGO BOSS–მა ცდუნების მისეული განსაზღვრება პირველად 2015 წელს წარმოგვიდგინა BOSS THE  SCENT–ის  სუნამოს  სახით. ეს იყო BOSS THE SCENT–ის კოლექციის პირველი არომატი, რომელიც შეიქმნა მამაკაცისთვის – Boss The Scent for him Eau de Toilette. ამ არომატის წარმატების შემდგომ 2016 წელს გამოვიდა მისი მეწყვილე, არომატი ქალბატონისთვის Boss The Scent for her Eau de Parfum. 2017 წელს HUGO BOSS–მა ორი ახალი არომატი შემოგვთავაზა, კლასიკური არომატების უფრო ინტენსიური ვერსიები – Boss The Scent intense for him და Boss The Scent intense for her. 2018 წლის თებერვალში გამოდის BOSS THE SCENT–ის ლიმიტირებული გამოშვება – Boss The Scent Parfum edition–ის მამაკაცის და ქალბატონის არომატები, ხოლო 2018 წლის აპრილში ქალის კლასიკური არომატის უფრო მსუბუქი ვერსია – Boss The Scent for her Eau de Toilette. 2018 წლის შემოდგომაზე HUGO BOSS კიდევ ორ ახალ არომატს გვთავაზობს  SCENT–ის კოლექციიდან, განახლებული კამპანიით სუნამოს ახალ სახეებთან ერთად.

 HUGO BOSS–ის მტკიცებით ნამდვილი ცდუნება ყოველთვის ორმხრივია.თავიდან ყველაფერი იწყება დაახლოების მარტივი ქმედებით და თანდათან გადაიზრდება მიზიდულობაში, რომელიც ნელნელა ავლენს თავის მაცდუნებელ ძალას. სურნელის ზეგავლენითა და  ინტენსიურობით ღვივდება ორმხრივი  მიზიდულობა. BOSS THE SCENT-ის სუნამოს მომაჯადოებელი ძალა არ სცნობს საზღვრებს და აღვიძებს ჩვენში დაუძლეველ სურვილს გვქონდეს ურთიერთობა რეალურ სამყაროში.

BOSS THE SCENT–ის ახალი კამპანია

კამპანიას  აცოცხლებენ  BOSS THE SCENT–ის ახალი სახეები: მსახიობი  ჯეიმი დორნანი და მოდელი ბირგიტ კოსი. დრეიკ დორემუსის კლიპში წყვილი მოირგებს BOSS–ის მამაკაცისა და ქალის როლებს, რომლებიც  განიცდიან მოზღვავებულ გრძნობებს. BOSS THE SCENT–ის სურნელით გამოწვეული ცდუნების შემდეგ, ისინიიწყებენ  ურთიერთობას  ვირტუალური  რეალობის  მიღმა. მათ შორის ძლიერი ფიზიკური  მიზიდულობაა.  BOSS  THE  SCENT–ის  არომატი  მოქმედებს  როგორც დამაკავშირებელი  ხიდი ვირტუალურ და რეალურ სამყაროებს შორის. ეს კამპანია იწვევს მომხმარებლებს, რომ მოშორდენ ეკრანებს და განიცადონ რეალური   შეგრძენებები რეალურ სამყაროში.

ორი ახალი, მაცდური სუნამო

2018  წლის  შემოდგომაზე HUGO BOSS ორ ახალ სუნამოს გვთავაზობს BOSS THE SCENT–ის კოლექციიდან  –  Boss The Scent Private Accord for him და BossThe Scent Private Accord for her. ორივე არომატის საბაზისო ნოტაა მოხალული კაკაო.

პარფიუმერმა  ბრუნო  ჯოვანოვიჩმა  BOSS THE SCENT Private Accord–ის მამაკაცის სუნამო კაკაოსთან ერთად დახვეწილი მოკას არომატით გაამდიდრა. ჯანჯაფილის და ეგზოტიკური მანინკას ხილის დახვეწილ ნოტებთან ერთად ცდუნება უფრო მარტივია. ძვირფასი მუქი ქარვისფერი სითხე მოთავსებულია ყავისფერ, მეტალის თავსახურიან ფლაკონში.

პარფიუმერ ლუიზ ტერნერის მიერექმნილი BOSS THE SCENT Private Accord–ის ქალის სურნელში იგრძნობა ტკბილი მანდარინისა და მომაჯადოვებელი ოსმანტუსის ყვავილის  ნოტები, რომელსაც ამდიდრებს კაკაოს მოხალული მარცვლები და შეუდარებელ შარმს მატებს სუნამოს. სუნამო  წარმოდგენილია  შუშის  ფლაკონში, ელეგანტური ქარვისფერი გრადაციით.

მამაკაცის  არომატი  –  Boss The Scent Private Accord for him Eau de Toilette წარმოდგენილია 50 მლ და 100 მლ ფლაკონებში.

ქალბატონის  არომატი  –  Boss The Scent Private Accord for her Eau de Parfum წარმოდგენილია 30 მლ, 50 მლ და 100 მლ ფლაკონებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები