LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ახალი მინისტრი და ნაკლები სამინისტრო – ცვლილებები მთავრობაში

81

საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება – ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი, რომელთა შესახებაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ხვალ გააკეთებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ, 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.

აქედან გამომდინარე, როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს კი, გადაადგილება შეეხებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები