LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ბილეთი 1 ევროდ – მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა

70

ბოლო დღეებში სოციალურ მედიაში ვრცელდება შეტყობინებები, რომელთა მიხედვითაც, მომხმარებლებს შეუძლიათ Wizz Air-ის ორი ბილეთი 1 ევროდ შეიძინონ. ამ თემაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

”Wizz Air-ის მომხმარებელთა საყურადღებოდ! Wizz Air-ის სახელითა და მსგავსი ბრენდინგით, ზოგიერთი ვებ-გვერდი და ფეისბუქ გვერდი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ყალბი გვერდები სოციალურ მედიაში ავრცელებენ შეტყობინებას, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ, Wizz Air-ის ორი ბილეთი 1 ევროდ შეიძინონ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

შეგახსნებთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ის ოფიციალური ვებგვერდია: www.wizzair.com და ყველა ინფორმაცია Wizz Air-ის აქციებისა, თუ ფასების შესახებ ქვეყნდება სწორედ აქ”, – ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, Wizz Air აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ არ ისარგებლონ გვერდებითა და ბმულებით, რომლებიც ავიაკომპანიის ოფიციალურ საკომუნიკაციო პლატფორმებზე არ ვრცელდება.

”ავიაკომპანია აუცილებლად მიიღებს ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც Wizz Air-ის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ცდილობს”, – განმარტავენ ქუთაისის აეროპორტში.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები