LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი გზის ავიაბილეთი 219 დოლარიდან – ბათუმიდან ახალი პირდაპირი რეისი ემატება

164

ლვოვი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაკომპანია Yanair -მა ბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო. დასავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ლვოვსა და საქართველოს ზღვისპირა კურორტს შორის პირდაპირი ფერენები 2018 წლის 8 ივნისიდან შესრულდება. ამის შესახებ avianews.com იუწყება. 

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ავიამიმოსვლა კვირაში ერთხელ, პარასკევ დღეს შესრულდება. 19 ივნისიდან კი მეორე რეისიც დაემატება და ფერენები ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ბათუმიდან ადგილობრივი დროით 13:15 საათზე, ხოლო ლვოვიდან, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე განხორციელდება.

ორი გზის ავიაბილეთის ფასი 219 დოლარი იქნება, რაც ითვალისწინებს კვებას და  23 კილოგრამის ოდენობით ჩასაბარებელ ბარგს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები