LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი მძიმე ბრალდება – “მათე მოტორსის” მფლობელი დააკავეს

74

კომპანია “მათე მოტორსის” მფლობელი, ბიზნესმენი გელა ბარკალაია დააკავეს, მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი –  სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის მძევლად ჩაგდებას, ამ მუხლის მეორე ნაწილი კი ქმედებას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის და 57-ე მუხლი, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მტკიცებულებები და ბარკალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

“რუსთავი 2”-ის  ინფორმაციით კი, თავად ბარკალაია მომხდარს მისი ბიზნესით დაინტერესებას უკავშირებს, რადგან ბრალდებაში ოფიციალურად საუბარია 2014 წელს პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე, სადაც მედიისთვის უცნობი ქალი “მათე მოტორსის” დირექტორს წამებისა და შანტაჟისთვის უჩიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, საქმეში სხვა დაზარალებულებიც არსებობდნენ. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებმა ჩაატარეს ოპერატიული ღონისძიებები, რის საფუძველზეც მოხდა ბარკალაიას დაკავება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ბიზნესმენს ადვოკატი ორშაბათს მოინახულებს და მისი პოზიციაც ამ დღეს გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები