LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი მინიმალური მოგება და ერთი დიდი წაგება: ქართველებმა ევროპა დაიწყეს

42

ქართული კლუბები ევროთასებზე ჩაერთვნენ. სამი გუნდიდან ორმა მოიგო, ერთმა კი დიდი ანგარიშით წააგო და ფაქტობრივად გავარდა.

 

ყველაზე დიდი სიურპრიზი საჩხერის “ჩიხურამ” შემოგვთავაზა, რომელმაც სტუმრად გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ჩვენებმა ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო წრის შეხვედრა მოლდოვურ “ზიმბრუსთან” გამართეს 1:0 მოიგეს.
36-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელი ფეხბურთელი გააძევა. “ჩიხურამ” რიცხობრივი უპირატესობა მალე გამოიყენა, მე-40 წუთზე გამარჯვების გოლი ტატანაშვილმა გაიტანა.

ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, განუგრავა, ლობჟანიძე (ლექვთაძე 66), ივანიშვილი, გაბედავა (დობროვოლსკი 57), ტატანაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გოლი: 0:1 ტატანაშვილი (40)
გაფრთხილება: განუგრავა (23, 62), ჰამზიჩი (36)
გაძევება: განუგრავა (62)


1:0 მოიგო გორის ”დილამაც”, რომელმაც საშინაო არენაზე სომხურ “შირაქს” უმასპინძლა. ერთადერთი გოლი ირაკლი მოდებაძის ანგარიშზეა.
საპასუხო შეხვედრა 7 ივლისს, სომხეთის ქალაქ გიუმრიში გაიმართება.

დილა – შირაქი 1:0 (1:0)
დილა: მუჯრიშვილი, კვირკველია, სამხარაძე, ქარქუზაშვილი, ღონღაძე, ერისთავი (საბაძე 79), წიქარიძე (კიკაბიძე 68), ნონიკაშვილი (ქათამაძე 79), მოდებაძე, დოლიძე, მოდებაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გოლი: 1:0 მოდებაძე (36)
გაფრთხილება: კაბა (12), ღონღაძე (23), წიქარიძე (39), სამხარაძე (41), აკობიანი (44), ნონიკაშვილი (75), კუაკუ (80), რაზმაძე (88)

ყველაზე სუსტად საქართველოს ვიცე-ჩემპიონი “სამტრედია” გამოვიდა, რომელსაც აზერბაიჯანული ”გაბალას” სახით მართლაც ძლიერი მეტოქე ყავდა. სამწუხაროდ, ჩვენებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს უფრო გამოცდილ მეტოქეს, დაცვაში უამრავი შეცდომა დაუშვეს და ისეთი ანგარიშით წააგეს (1:5), რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა წარმოუდგენელია.
“სამტრედია” “გაბალასთან” საპასუხო შეხვედრას ზესტაფონში, 7 ივლისს ჩაატარებს.
“სამტრედია”: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მანჯგალაძე (71, ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (59, მარკოზაშვილი), ჯიქია (46, გამყრელიძე), შერგელაშვილი, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები