LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამივე პირი სრულწლოვანია – პროკურორი

84

პროკურორის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დღეს დაკავებული სამივე პირი სრულწლოვანია. ამის შესახებ ჟურნალისტებს აღნიშნული საქმის პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენიათ.

„დღეს დაკავებულ პირებს დადგენილ ვადაში წარედგინებათ ბრალდება და მათ მიმართ, ბუნებრივია, შესაბამისი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით მივმართავთ სასამართლოს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს დაკავებული პირებიდან ერთი ორი მოსწავლის მამაა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მისი შვილები მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდნენ და მათ მხოლოდ მიმალვში მყოფი ბრალდებულის ადგილსამყოფელის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. ორი მოსწავლის მამა სწორედ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, რომლებიც ასევე სრულწლოვნები არიან, გამოძიების ინფორმაციით, მათ ხელი შეუწყვეს ერთ-ერთი ბრალდებულის მიმალვას.ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.

51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი დაკავებულია, მეორე კი მიმალვაში იმყოფება. მიმალვაში მყოფ მოსწავლეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები