LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ქალაქი ერთ მოგზაურობაში – მოხერხებული მარშრუტი მოგზაურებისთვის

71

დროის სიმცირის მიუხედავად, მოგზაურობისას ყოველთვის მაქსიმალურად ბევრის ნახვას ვცდილობთ, თუმცა ყოველთვის ვერ ვასწრებთ და გული გვწყდება. გთავაზობთ მოხერხებულ მარშურტს, რომელიც ორი ქალაქის მცირე დროში გაცნობაში დაგეხმარებათ.

რომი და ნეაპოლი 

რომიდან ნეაპოლში კომფორტული მატარებლით მგზავრობას მხოლოდ ორი საათი სჭირდება. თუმცა გამგზავრებამდე აუცილებლად ეწვიეთ წმინდა პეტრეს ტაძარს ვატიკანში, მერე კი, წმინდა ანგელოზის ციხისკენ აიღეთ გეზი და ქალაქის ძველ უბანში გაისეირნეთ, კოლიზეუმი დაათვალიერეთ და ვილა ბორგეზეს პარკში შეისეირნეთ.

მართალია, ნეაპოლი ვერსდროს გაეჯიბრება რომს ღირსშესანიშნაობებით, მაგრამ დასვენება სამხრეთის ქალაქშიც სიამოვნებით შეიძლება. აუცილებლად შეიარეთ ბარში და ადგილობრივი ესპრესო დააგემოვნეთ, რომელიც იტალიაში ყველაზე გემრიელ ყავად ითვლება. ესტუმრეთ კასტელ ნუოვოს, კასტელ დელ ოვოს ციხეებს და არ დაგავიწყდეთ მიწისქვეშა კატაკომბების საიდუმლო ლაბირინთებში მოგზაურობა.

ჰელსინკი და სტოკჰოლმი 

ორი სკანდინავიური ქალაქის ერთდროულად სტუმრობა საკმაოდ მარტივია, რადგან ჰელსინკიდან სტოკჰოლმში ბორანითაც შეიძლება გამგზავრება. ფინეთის დედაქალაქში must see-ნუსხაში კათედრალური ტაძარი, კლდეში ნაშენი ეკლესია ტემპელიაკიო და ესპალანდას პარკში სიბელიუსის მონუმენტი შეიტანეთ.

სტოკჰოლმის გაცნობა კი, ცენტრიდან დაიწყეთ, სადაც ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობა – სამეფო სასახლე, რეიხსტაგის შენობა და წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, გერმანული ეკლესია, ქალაქის ყველაზე ვიწრო ქუჩა და ყველაზე მინიატურული ძეგლია თავმოყრილი. გაისეირნეთ სანაპიროზე და გაემგზავრეთ კუნძულ იურგორდენზე, სადაც ატრაქციონის პარკშიც გაერთობით და საინტერესო მუზაეუმებსაც დაათვალიერებთ.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები