LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ქვეყნის უნიათო პოლიტიკის შედეგი – რომან გოცირიძე სააკაშვილის ექსტრადირებაზე

53

„სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული დევნა და ნადირობა,“ – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე, მიხეილ საააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნას.

„ეს არის ორი ქვეყნის უნიათო პოლიტიკის შედეგი. რეალურად, არცერთ ქვეყანას, საუბარია უკრაინასა და საქართველოზე, არ აწყობს საკუთარ ქვეყანაში დაპატიმრებული სააკაშვილი ჰყავდეს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ექსპრეზიდენტის ექსტრადირების საკითხს ეხმაურება უმრავლესობაც. „ქართული ოცნების“ ერთერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის, განცხადებით,  ექსპრეზიდენტთან კითხვები აქვს საზოგადოებას და გამოძიებას.

„აქ საუბარი არ არის იმაზე, ვის რა აწყობს. საქართველოს პროკურატურა მოქმედებს კანონის ფარგლებში და ექსპრეზიდენტი საჭიეროა კანონისთვის,“ – განაცახადა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინამ საქართველოსგან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები