LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორხელისუფლებიანობა არ უნდა დაგვემართოს” – ჯეჯელავა თვითმმართველობებზე

15

მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება არის ის, რამდენად ეფექტურია თვითმმართველობები, სადაც არის გამგებელიც და მერიც, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მისი თქმით, თვითმმართველობები ფუნდამენტური განხილვის საგანია და მსჯელობაა საჭირო.

“ერთადერთი, ჩვენ რაც არ უნდა დაგვემართოს, ეს არის ორხელისუფლებიანობა – პრობლემა არ უნდა შეიქმნას არც ერთ თვითმმართველ ქალაქში იმასთან დაკავშირებით, მუნიციპალური ინსტიტუტები და გამგებლები ერთმანეთთან როგორ მუშაობენ და როგორ არიან კოორდინცირებული.
მთავარი ამოცანა შესაბამისად არის ის, რომ შეთანხმებულად მუშაობდეს ადგილობრივი ხელისუფლება, ჩემი პროექტი – შენი პროექტი არ არსებობდეს, ყველა პროექტი იყოს ხალხისთვის და იმ მიზნების მისაღწევად, რასაც დასახავს ხელისუფლება.

მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება არის ის, რამდენად ეფექტურია თვითმმართველობები, სადაც არის გამგებელიც და მერიც. ჩვენ გარკვეული არაეფექტიანობები, როგორც საბიუჯეტო, ასევე გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით შეგვიმჩნევია“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები