LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორმა ქართველმა ახალგაზრდამ სუფთა ჰაერის სასუნთქი აპარატი შექმნა (ვიდეო)

252

ქართველმა გამომგონებლებმა სუფთა ჰაერის სასუნთქი აპარატი შექმნეს. ბაჩო ხაძიჩიხისა და ლაშა კვანტალიანის გამოგონების შესახებ ვრცელ სტატიას “Huffington Post” ავრცელებს.

აპარატს სახელწოდებით “Treepex” -ი  სპეციალური კარტრიჯი აქვს, რომელიც ჰაერს ასუფთავებს და როგორც ავტორები აცხადებენ, ისეთივე სასარგებლოს ხდის, როგორც ტყის ჰაერს. მოწყობილობა პორტატულია და მისი დამუხტვა უკაბელო წყაროთი არის შესაძლებელი.

ბაჩო ხაჩიძის თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში დაბინძურებული ჰაერი პრობლემაა, რომლის ერთ-ერთი მიზეზიც ტყის განადგურებაა.

“თავდაპირველად გვსურდა მთელ მსოფლიოში წაგვეხალისებინა ადამიანები, რათა ხეები დაერგოთ, თუმცა საკმარისი ინტერესი არ გამოხატეს. ამიტომ გადავწყვიტთ სხვა გზა გვეპოვა და ასე შევქმენით Treepex-ი. ამ გამოგონებით უკვე დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში”, – ამბობს ბაჩო ხაჩიძე.

Treepex-ს აქვს თავისი მობილური აპლიკაციაც, რომელიც ზომავს ჰაერის დაბინძურების დონეს თქვენ გარშემო. ტრიპექსი ბაზარზე უახლოეს პერიოდში გაიყიდება და ის სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ვარდისფერი, ლურჯი და ცისფერი. რაც შეეხება ღირებულებას, პროექტის თანაავტორმა ლაშა კვანტალიანმა მარკეტერს განუცხადა, რომ კარტრიჯი 9.99$ ეღირება.

პოპულალურები