LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორმაგი ავარია ქსნის ქუჩაზე, შეფერხებულია მოძრაობა

310

ავტოსაგზაო შემთხვევის, გამო ფეიქრებისა და ქსნის ქუჩებზე  საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ლურჯი ფერის მერსედესის მარკის ავტომობილი და ოპელ ვექტრა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ოპელ ვექტრამ მართვა დაკარგა, გზიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებულები არ არიან. ორივე მანქანის მგზავრები თავს კარგად გრძნობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  მიხედვით დაჯარიმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები