LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ORNAMENT FEST-ზე ოთხი უცხოელი შემსრულებელი წარდგება

42

თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ORNAMENT FEST’ 4 ნოემბერს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში თბილსს საერთაშორისო დონის ოთხი უცხოელი შემსრულებელი Oliver Huntermann Dusty Kid, Nthng და Markus Suckut-ი ეწვევა. ინფორმაციას კულტურის პალატა ავრცელებს.

”ქართველი აუდიტორიის ხედვის შედეგად, Ornamentfest-მა გადაწყვიტა შექმნას განსხვავებული და კრეატიული მიმართულება არსებულ ბაზაზე, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ელექტრონული კულტურის განვითარებას.

პერფორმანსი მოიცავს ცალ-ცალკე არსებულ, განსხვავებულ და ილუმინატორულ მიმართულებების სინთეზს, რომლის პირველ ნაწილსაც 4 ნოემბრის ღამე ასახავს.

მთელი ღამის განმავლობაში 23:00 საათიდან ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ელოდებათ საოცარი საღამო, რომელსაც შოუს ელემენტებით გააფორმებს საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი და დილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

პროექტში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი, TSU ART და STREET ART. ეს არის ახალი, განსხვავებული და უკონკურენტო პროექტი, რადგან საქართველოს მუსიკალურ ინდუსტრიაში დღემდე არ გამართულა მსგავსი ფესტივალი და წარმოადგენს თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების სინთეზს. პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტებების თვითმმართველობები”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები