LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორშაბათს კატალონიის პარლამენტში დებატები გაიმართება

42

„ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, ორშაბათს კატალონიის პარლამენტში დებატები გაიმართება, რომლის შედეგად შესაძლოა, ავტონომიურმა რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადოს,“ – ამის შესახებ კატალონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაულ რომევამ, განაცხადა.

გუშინ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტს ორშაბათს დაგეგმილი სესიის ჩატარება აუკრძალა.

კატალონიაში რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა. ოფიციალური მადრიდი ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. რეფერენდუმის დღეს პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა. კატალონიის სხვადასხვა ნაწილში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ დაშავდა 893 ადამიანი.

კარლეს პუჩდემონის თქმით, ესპანეთისგან დამოუკიდებლობას კატალონია რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები