LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულებს ბავშვების 3D ნიღბის მიღება შეუძლიათ

43

ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ორსულები გამოკვლევებს იტარებენ, კლიენტებს უნიკალური მომსახურება შესთავაზეს – მსურველებს საკუთარი შვილის სახის 3D ნიღაბს დაუბეჭდავენ. რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო, თანამედროვე ტექნოლოგია მუცლადმყოფი ბავშვის სახის ვიზუალიზაციის საშუალებას უკვე იძლევა. სპეციალური პროგრამის საშუალებით ექოსკოპიის შემდეგ 3D პრინტერი ბავშვის გამოსახულებას ბეჭდავს.

მშობლებს შეუძლიათ, სახის რელიეფური მოდელი სუვენირად შეინახონ, თუმცა გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია მედიკოსებისთვისაც – ექიმები მიიჩნევენ, რომ სიახლე მედიცინაში ინოვაციური ნაბიჯი იქნება. მისი საშუალებით სპეციალისტები შეძლებენ უკეთესად აკონტროლონ ორსულობა და თვალი ადევნონ ნაყოფის განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები